6 დეკემბერს სადგურ ჭალადიდის გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„სს „საქართველოს რკინიგზა“ 2018 წლის 6 დეკემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სადგურ ჭალადიდში გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, სადგურ ჭალადიდში დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოებს.
სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, რა დროსაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქვალონი-ჭალადიდის მე-17 კმ-ზე არსებული გადასასვლელის გამოყენებით (ე.წ ხორგის გადასასვლელი).
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოებისა და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც სამუშაოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.