ირაკლი ქარსელაძე - პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონები“ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროგრამაა, რომლის მსგავსიც, ჯერ არ გაგვიკეთებია
ირაკლი ქარსელაძე - პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონები“ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროგრამაა, რომლის მსგავსიც, ჯერ არ გაგვიკეთებია

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომლის მსგავსიც, ჩვენი წარმატებული ურბანული განახლების პროექტების  მიუხედავად, ჯერ ჩვენ არ გაგვიკეთებია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63-ვე მუნიციპალიტეტში, შესაბამისი არეალების მიხედვით, მოხდება პროექტების განვითარება.

„მთლიანობაში, ყველგან, შესაბამისი კონცეფციები დამტკიცებულია, წარმოდგენილია და უმეტეს მდებარეობაში უკვე მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავი – მეგობრობის გამზირი, ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი რუსთავის შემთხვევაში, ევროპული, განახლებული იერსახით გვხვდება, ისევე, როგორც ტყიბული, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მდებარეობა. პროგრამის მომზადებისას გათვალისწინებული იყო მუნიციპალიტეტების მაქსიმალური ჩართულობა. სწორედ მუნიციპალიტეტები, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არიან განმახორციელებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 მუნიციპალიტეტს, პირდაპირი დაფინანსებით, თავად ეძლევა საშუალება, განავითაროს პროექტები. ზოგიერთ მათგანს უკვე დაწყებული აქვს ისეთ მასშტაბის პროექტის განხორციელება, რომელიც მანამდე არ გაუკეთებია და სწორედ ეს არის ის კარგი შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტები მომზადებული იქნებიან ახალი უფლებამოსილებებისთვის.

ზესტაფონი – ავთენტურობა სრულად დაცულია და მიმდინარეობს შესწავლა ყველა იმ შენობასთან მიმართებაში, რომელიც არქიტექტურული, კულტურული მემკვიდრეობის ან სხვა ტიპის აქცენტებს შეიცავს. სიღნაღში, არსებულის რეაბილიტაციასთან ერთად, ორი ახალი ქუჩა დაემატა, რომელიც გააფართოებს სიღნაღის შესაძლებლობებს უკვე მოსახლეობის სრული მასების ჩართვისთვის და ამავდროულად, სიღნაღის ისტორიული კედელი, რომელიც პრობლემურ მდგომარეობაშია, მოხდება მისი რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ნიკო ფიროსმანის მუზეუმი ისევ ამ პროგრამით იქნება, ფოთის თეატრი ისევ ამ პროგრამით იქნება და სხვა. ეს არის შინაარსიანი პროგრამა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დატოვე კომენტარი