54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვანში ამომრჩევლის აქტივობა მაღალია
54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვანში ამომრჩევლის აქტივობა მაღალია

ვანში, 10:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა 2 450-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 9,79%-ია, – ამის შესახებ 54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, კახა მჟავანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლის აქტივობა მაღალია. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ვანში სულ 25 033 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.