43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა 51-ე სკოლასთან, ავტობუსის გაჩერებაზე.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, მამაკაცს გული აწუხებდა. გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
51-ე სკოლის წინ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.