4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის ხუთჯერ აღემატება, სხვაობა 1 419 ტონას შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (1 672.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75.1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (4.8 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,2 ტონა).
„ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 573 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და შეადგენს 773 ათას აშშ დოლარს.
ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი ცხრა მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, – აცხადებენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.