აგვისტო-დეკემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14-ჯერ გაიზარდა
აგვისტო-დეკემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14-ჯერ გაიზარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან განხორციელდა 8 000 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 7.6 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.