არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა

მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, – ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

დღეის მდგომარეობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 47 ათას ტონაზე მეტი ვაშლი. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს“, – აცხადებენ უწყებაში.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

დატოვე კომენტარი