ლიბანში წლების განმავლობაში ლტოლვილად მცხოვრები რამდენიმე ასეული სირიელი სამშობლოში ბრუნდება
ლიბანში წლების განმავლობაში ლტოლვილად მცხოვრები რამდენიმე ასეული სირიელი სამშობლოში ბრუნდება

რამდენიმე ასეული სირიელი, რომლებიც წლების განმავლობაში ლიბანში ლტოლვილებად ცხოვრობდნენ, სამშობლოს უბრუნდება. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა 2011 წელს ომის დაწყების შემდეგ დევნილი სირიელები სახლებში მასობრივად ბრუნდებიან.

500-ზე მეტი ადამიანი ლიბანის შებაადან 15 ავტობუსით სამშობლოსკენ გაემგზავრა. ისინი დამასკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბეით ჯინის რეგიონში ბრუნდებიან, რომელიც სამთავრობო ძალებმა მეამბოხეებისგან გასულ დეკემბერში გაათავისუფლეს.

კოლონას ორგანიზება ლიბანის ხელისუფლებამ გაუკეთა. ამის შესახებ ლიბანური მედია წერს.
გაეროს დევნილთა სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მოქალაქეების დაბრუნების ან ნებისმიერი სხვა ჯგუფის დაბრუნების უკან ისინი არ დგანან. მიზეზი კი, მათი განცხადებით, სირიაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და უსაფრთხოების პრობლემებია.