თურქეთის ქალაქ აქჩაყალეში სირიელ ლტოლვილებს საკვებს ურიგებენ [ფოტო]
თურქეთის ქალაქ აქჩაყალეში სირიელ ლტოლვილებს საკვებს ურიგებენ [ფოტო]

თურქეთის ქალაქ აქჩაყალეს მუნიციპალურ შენობასთან, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს, სირიელი ლტოლვილები პურის მისაღებად დილიდან რიგში დგანან.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში სირიელი ლტოლვილები ამბობენ, პურის გამო ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა.

სირიელი ლტოლვილები იმ რთულ გზაზე საუბრობენ, რომელიც მათ გამოიარეს და ამბობენ, რომ შიმშილის ზღვარზე არიან.

მათივე ინფორმაციით, აქჩაყალეს მუნიციპალიტეტი ლტოლვილ ოჯახებს პურით ეხმარება.

„ჩემი ქმარი სირიაში, ომში დაიღუპა, მე კი ლტოლვილად ვიქეცი. რვა შვილის დედა ვარ. პურს მაძლევენ, მაგრამ ეს ჩემს შვილებს არ ჰყოფნის. მადლობა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და იქნებ ჩემს სამშობლოში, სირიაშიც დავბრუნდე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა საშინელი გზა გამოვიარეთ. შვილები კინაღამ შიმშილით დამეღუპნენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საუბარში სირიელი ლტოლვილი.