თურქეთმა გადაწყვიტა, აღარ შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილები
თურქეთმა გადაწყვიტა, აღარ შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილები

თურქეთმა გადაწყვიტა, აღარ შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ თურქმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. მისი თქმით, თურქმა სამართალდამცველებმა, სანაპირო დაცვამ და სასაზღვრო სამსახურმა უკვე მიიღეს შესაბამისი განკარგულება.

აღსანიშნავია, რომ იდლიბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მიგრანტების ახალი ტალღა წარმოიშვა, მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია.