24, 25 და 26 დეკემბერს აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, 24, 25 და 26 დეკემბერს, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქვესადგურში „მენჯი-220“ მიმდინარე გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.