2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი იქნება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იყო განთავსებული
2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი იქნება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იყო განთავსებული

2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი იქნება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იყო განთავსებული.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ თარიღის გადაწევა შესაძლებლობას მისცემს შესაბამისს პირებს, მოახდინონ ძველი შეფუთვით დარჩენილი პროდუქციის რეალიზაცია, არ განიცადონ ფინანსური დანაკარგი და არ დაჯარიმდნენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომლებიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, მიზანშეწონილია, ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.