2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება
2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
გარდა ამისა, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაციაც.
მინისტრის განცხადებით, ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.