2021-2022 წლების თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა 85 000 ტონით განისაზღვრა
2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა 85 000 ტონით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება და, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტობრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა. დღეს თევზჭერა შავ ზღვაზე კონცენტრირებულია ქალაქ ფოთში, აქვე ფუნქციონირებს თევზგადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ძირითადათ აწარმოებენ თევზის ფქვილს და თევზის ზეთს.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შავ ზღვაში თევზის რეწვის ძირითად ობიექტს წარმოადგენს თევზის სახეობა შავი ზღვის ქაფშია. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ქაფშიას მოპოვება შემცირებულია. თუკი 2019-2020 სეზონზე მეთევზეებმა 99 493 ტონა ქაფშია 2020-2021 ეს რიცხვი მხოლოდ 75 259-ს შეადგენს.
გარდა ამ სახეობისა, თევზჭერის ქვოტები გაცემულია: სტავრიდა, ხონთქარა, პელამიდა, რაპანა სახეობებზე.
„შავ ზღვაში თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ყოველწლიურად ოქტომბრის თვიდან იწყება და, შესაბამისად, მომდევნო წლის ოქტომბრამდე გრძელდება, სწორედ ამ პერიოდისთვის დგინდება ასათვისებელი კვოტების რაოდენობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს მთავრობის N696 განკარგულება (22 აპრილი 2016 წელი). ლიცენზიანტი კომპანიები მოპოვებით და წარმოებით ძირითადად დაკავებულნი არიან ნოემბერიდან აპრილის ჩათვლით, როდესაც ხდება თევზის რესურსების ძირითადი ექსპლუატაცია.
აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.