იაპონიის ქალაქ გამაგორიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ბაზარზე შხამიანი თევზი ფუგუ მოხვდა
იაპონიის ქალაქ გამაგორიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ბაზარზე შხამიანი თევზი ფუგუ მოხვდა

იაპონიის ქალაქ გამაგორიში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ადგილობრივმა სუპერმარკეტმა დელიკატესის ხუთი ისეთი პორცია გაყიდა, რომლიდანაც შიგნეულობის ამოცლა დაავიწყდათ. თევზის ღვიძლი ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, რასაც ანემიის ასევე დამბლის გამოწვევა შეუძლია, შხამი სასიკვდილოა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ორი პორციის ამოღება უკვე შეძლო, დანარჩენ სამს კი ეძებენ.

არსებული საფრთხის შესახებ მოსახლეობას ქუჩებში ხმოვანი შეტყობინების საშუალებით აფრთხილებენ. იაპონიაში ფუგუს მომზადებისთვის სპეციალური ლიცენზიაა საჭირო. თევზის დამუშავების დროს მცირე შეცდომის დაშვება შესაძლოა, ტრაგიკულად დასრულდეს. მისი ღირებულება 90 დოლარს აღწევს.