2020-2021 სასწავლო წელს სკოლები ვალდებულნი ხდებიან, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ
2020-2021 სასწავლო წელს სკოლები ვალდებულნი ხდებიან, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ

2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და ძალაშიც დღეიდან შევიდა.

ბრძანების თანახმად, ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას.

2021-2022 სასწავლო წლიდან კი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო ხდება და უქმდება ჟურნალის წარმოება.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

ელექტრონული ჟურნალის მუშაობის პრინციპის თანახმად, შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის ონლაინრეჟიმში მიღება მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის გარდა მშობლებსაც შეუძლიათ.

დატოვე კომენტარი