2019 წლის სუპერბოულზე Maroon 5 იმღერებს
2019 წლის სუპერბოულზე Maroon 5 იმღერებს

ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი Maroon 5 ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ფინალური მატჩის მთავარი ჰედლაინერი  იქნება. რიგით 53-ე სუპერბოული 3 თებერვალს, ქალაქ ატლანტაში გაიმართება.

Maroon 5-თან ერთად, შოუზე გამოვლენ რეპერი ტრევის სკოტი და ჰიპ-ჰოპის მომღერალი Cardi B, – წერს მუსიკალური ჟურნალი Billboard.

ჩამოთვლილი შემსრულებლებისთვის ეს იქნება პირველი გამოსვლა სუპერბოულზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის მთავარ სპორტულ მოვლენად მიიჩნევა. მისი სატელევიზიო აუდიტორია 100 მილიონ ადამიანს აღწევს. ტელერეიტინგის მიხედვით, შესვენებაზე შოუს 10 მილიონით მეტი ადამიანი უყურებს, ვიდრე თავად მატჩს.
2018 წელს, სუპერბოულის შესვენებაზე ჰედლაინერი იყო ჯასტინ ტიმბერლეიკი.