2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქვეყნების გადანაწილების თარიღი ცნობილია
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქვეყნების გადანაწილების თარიღი ცნობილია.
ღონისძიება 28 იანვარს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალური გადანაწილების პროცესი ორი ნაწილისგან შედგება.
პირველ ეტაპზე დიდი ხუთეულისა (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) და ისრაელის ბედი გადაწყდება, თუ რომელ ნახევარფინალში მისცემენ ხმას. დიდი ხუთეულის ქვეყნები და წინა წლის გამარჯვებული ნახევარფინალურ ტურში არ მონაწილეობენ და პირდაპირ ფინალში უერთდებიან კონკურსს.
ღონისძიების მეორე ნაწილში კი, წამყვანები დარჩენილ 36 ქვეყანას სხვადასხვა ნახევარფინალურ ტურში გადაანაწილებენ. ერთი წამყვანი კონკრეტული დოლურადან შემთხვევითობის პრინციპით ქვეყნის სახელს ამოიღებს, მეორისგან კი გავიგებთ, რომელ ნახევარფინალში და რომელ ნაწილში იმღერებს შერჩეული ქვეყნის კონკურსანტი.
ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ისრაელის მეათე არხსა და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის Youtube-ის გვერდზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. შოუს ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება.