2019 წელს იმპორტიორებმა საქართველოში 1,096 მილიონი ტონა საწვავი შემოიტანეს
2019 წელს იმპორტიორებმა საქართველოში 1,096 მილიონი ტონა საწვავი შემოიტანეს. მათ შორის, 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა 544,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0,42 პროცენტით მეტია. დიზელის საწვავის იმპორტმა 551,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0,93 პროცენტით ნაკლებია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთია, საიდანაც 329,9 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 30,1 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 300,0 ათასი ტონა (27,4%), აზერბაიჯანი – 170,2 ათასი ტონა (15,5%), თურქმენეთი – 119,4 ათასი ტონა (10,9%); ბულგარეთი – 92,4 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთი – 60,7 ათასი ტონა (5,5%), თურქეთი – 19,8 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.
რაც შეეხება საწვავის კატეგორიებს, საქართველოში ყველაზე მეტად A-91 „რეგულარის“ მარკის ბენზინს მოიხმარენ – 65,3 პროცენტი, A-95 „პრემიუმის“ მარკის ბენზინი – 32,5 პროცენტი, A-98 „სუპერის“ მარკის ბენზინი – 2,2 პროცენტი.