ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) დაიწყო გასული სეზონის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება.
2018 წელს მოგებული მატჩების რაოდენობით ლიდერი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა გახდა – 49 მოგებული თამაში. მეორე ადგილი დაიკავა მისმა თანამემამულემ, პეტრა კვიტოვამ (47 მოგება).
დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი უკვე ზედიზედ მეათე წელია მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს სეზონში. ეს მეექვსე შედეგია ქალთა პროფესიული ტურის ისტორიაში.
იაპონელ ნაომი ოსაკას 2016 წლიდან მოყოლებული არ წაუგია არც ერთი მატჩი, რომელშიც პირველ სეტს იღებდა. 2018 წელს მან 38 ასეთი შეხვედრა მოიგო 38 შესაძლებლიდან.
წელს, რეიტინგის პირველ ათეულში, დებიუტი ჰქონდა ხუთ ჩოგბურთელს: ნაომი ოსაკას, სლოან სტივენსს, კიკი ბერტენსს, დარია კასატკინასა და იულია გორგესს.