2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1095,8 ათასი ტონა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 532,6 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 563,2 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 90,2 ათასი ტონით).
ქვეყნების მიხედვით 2017 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 305,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 223,6 ათასი ტონა (20,4%), აზერბაიჯანი – 197,6 ათასი ტონა (18,0%), ბულგარეთი – 154,7 ათასი ტონა (14,1%), თურქმენეთი – 149,0 ათასი ტონა (13,6%); საბერძნეთი – 51,7 ათასი ტონა (4,7%), უკრაინა – 5,2 ათასი ტონა (0,5%).