ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ორმხრივი მოძრაობა კი უახლოეს საათებში აღდგება, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
თბილისის მერიის ცნობით, შესაბამისად, 19 მაისიდან აღნიშნულ ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს. N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს, გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, კვლავ ვახუშტის ხიდით დაუკავშირდებიან.