ვახუშტის ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათით ორმხრივად შეიზღუდება
ვახუშტის ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათით ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, ვახუშტის ხიდზე მოძრაობა დღეს რამდენიმე საათით ორმხრივად შეიზღუდება.

„ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.