18-წლამდელები ბელარუსს შეხვდებიან
18-წლამდელები ბელარუსს შეხვდებიან

4 და 6 დეკემბერს საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – გიორგი მიქაძის გუნდი მინსკში ბელარუს თანატოლებს შეხვდება.

მთავარმა მწვრთნელმა გუნდი უკვე შეკრიბა, მზადებას შეუდგა და მინსკში წასაყვანად 20 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);

მცველები: ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი ნიკოლოზ გაბელაია, ბექა ხარშილაძე (ყველა – დინამო თბ), ცოტნე კაპანაძე, გიორგი ჯინჯოლავა (ორივე – საბურთალო), გოგა ხვედელიძე (ფორტუნა კიოლნი, გერმანია).

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე – დინამო თბ), ბექა ბუიღლიშვილი, გიორგი ივანიაძე (ორივე – საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (ცხინვალი), ცოტნე ფაცაცია (მარტვილი);

თავდამსხმელები: ნიკა ტოკლიკიშვილი, გიორგი გულიაშვილი (ორივე – საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), შოთა შეყილაძე (ზესტაფონი)