18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა
18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უნგრელ თანატოლთა გუნდთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 6 და 8 მარტს გაიმართება.

18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ ფეხბურთელები თბილისში შეკრიბა, დღეს კი გუნდი უნგრეთში გაემგზავრა. მთავარმა მწვრთნელმა 18 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), ლევან კონცელიძე (ლოკომოტივი);

მცველები: ნიკოლოზ გაბელაია, ფირუზ გაბიტაშვილი, არჩილ ბასარია (სამივე – დინამო თბ), ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე (ორივე – ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), სერგი არჩვაძე (გაგრა);

ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, გიორგი გოგობერიშვილი (სამივე – დინამო თბ), ლევან გრძელიძე, ივანე ოქროპირიძე (ორივე – ლოკომოტივი), ცოტნე ფაცაცია (მერანი);

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ნიკა ტოკლიკიშვილი (საბურთალო), თემურ გაბუნია (დინამო თბ).