ზურიკო დავითაშვილის გოლით „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა და „სენტ-ეტიენს“ სტუმრად „რეიმსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 1:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „მწვანეების“ სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და თავი სულ რაღაც სამ წუთში გამოიჩინა. დავითაშვილმა ფლანგიდან გადაცემის შემდეგ გაიტანა და „სენტ-ეტიენს“ გამარჯვება მოუტანა. ზურიკომ გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა და ტრავმირებულ მეგობარს თანადგომა გამოუცხადა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 13 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 31 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ნანსის“ უკვე სამი ქულით გადაასწრო. დავითაშვილმა კი მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ორი საგოლე გადაცემაა.
24 წლის ქართველმა შემტევმა საკმაოდ ხანგრძლივი უგოლო სერია შეწყვიტა – ზურიკომ ბოლოს 22 აგვისტოს „გრენობლთან“ მე-3 ტურის შეხვედრაში გაიტანა.