გაფუჭებული შანსების თამაში - 18-წლამდელები ავსტრიას დაუზავდნენ
გაფუჭებული შანსების თამაში - 18-წლამდელები ავსტრიას დაუზავდნენ

ჯერ წაგება და მერე ფრე – ასეთი შედეგებით დაასრულა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ავსტრიაში გამართული ხანმოკლე შეკრება.

ქართველმა 18-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:1 ითამაშა. გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ტაიმი თორნიკე მორჩილაძის პენალტით მოიგო, რომელიც 33-ე წუთზე ცოტნე ბენდიანიშვილის წაქცევისთვის დაინიშნა, ჩვენს გუნდს შესვენებაზე უფრო დიდი უპირატესობით გასვლაც შეეძლოთ – საჯარიმოში ლაშა კვარაცხელია მოცელეს და იმავე მორჩილაძემ მეორე პენალტი გააცუდა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. 78-წუთზე სტეფან რადულოვიჩმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: კაპანაძე, ჭინჭარაული, იაკობიძე, ერაძე, მორჩილაძე, კვარაცხელია, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ხორავა, მირზიკაშვილი, ლომინაძე, ოგბაიძე, ტორონჯაძე, კოკაია, ხვედელიძე, ქოჩაკიძე.