ორი სპარინგი ავსტრიასთან - 18-წლამდელებმა შეკრება დაიწყეს
ორი სპარინგი ავსტრიასთან - 18-წლამდელებმა შეკრება დაიწყეს

5 და 7 მარტს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გიორგი მიქაძის გუნდი ავსტრიაში უკვე გაემგზავრა.

მანამდე ნაკრებმა ხანმოკლე შეკრება თბილისში გაფართოებული შემადგენლობით გაიარა. საბოლოოდ, გიორგი მიქაძემ ავსტრიაში 20 მოთამაშე შეარჩია.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა)

მცველები: გიორგი მირზიკაშვილი, ლაშა კვარაცხელია, ზურაბ ერაძე, ირაკლი იაკობიძე (ყველა – თბილისის დინამო), ლუკა ხორავა (საბურთალო), ნიკა კოკაია (გაგრა), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია)

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ნოდარ ლომინაძე თორნიკე მორჩილაძე (ყველა – თბილისის დინამო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია), მიხეილ ქოჩაკიძე (თბილისის დინამო), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).