მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს ილდიკო ენიედის ფილმი „სულისა და სხეულის შესახებ“ გახსნის
მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს ილდიკო ენიედის ფილმი „სულისა და სხეულის შესახებ“ გახსნის

თბილისის საერთაშორისო მე-18 კინოფესტივალს რეჟიროს ილდიკო ენიედის ფილმი „სულისა და სხეულის შესახებ“ გახსნის, – ამის შესახებ საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე თქმით, საერთაშორისო კონკურსში 10 ფილმი მონაწილეობს. ფესტივალზე თორმეტ საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში 131 ფილმს აჩვენებენ.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს ჟიური გადასცემს ორ პრიზს „ოქროს პრომეთე“ – საუკეთესო ფილმისთვის და „ვერცხლის პრომეთე“ – საუკეთესო რეჟისურისთვის. ჟიურის ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი უხელმძღვანელებს.

ფესტივალი ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე“ პრემიერით დაიხურება.

კინოფესტივალი 4 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.