17:00 საათის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 48,08% შეადგინა
17:00 საათის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 48,08% შეადგინა

54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 48,08% შეადგინა, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 23 485-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.

ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, დაწერილია სამი საჩივარი.

20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე, ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„შეგახსენებთ, საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათია დარჩენილი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.