17 მარტს რუსთავის თეატრში სპექტაკლის „ელისაბედ, ელისაბედ“ პრემიერა გაიმართება
17 მარტს რუსთავის თეატრში სპექტაკლის „ელისაბედ, ელისაბედ“ პრემიერა გაიმართება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. ,,ელისაბედ, ელისაბედ“ – ასე ჰქვია რეჟისორ გურამ ბრეგაძის ახალ წარმოდგენას, რომელიც თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით შეიქმნა.

სპექტაკლის მხატვარია ლომგულ მურისიძე. ქორეოგრაფია კი, გიორგი მოსაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლს მუსიკალურად გიორგი სარჯველაძე გააფორმებს.

საპრემიერო ჩვენება გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში 17 მარტს გაიმართება.