16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა [ვიდეო]

დღეს, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თემატური სამწუთიანი ვიდეორგოლი მოამზადა.

ვიდეოს მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის პოლიტიკის პრიორიტეტების ხაზგასმა და რაც მთავარია, ტოლერანტული განწყობების წახალისება, განმტკიცება და პოპულარიზაცია.

ვიდეორგოლში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, გაერო-ს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება.