მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მიღება გამართა
მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მიღება გამართა

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საქართველოში არსებული ყველა კონფესიის ლიდერებსა და მრევლს უმასპინძლა.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, ღონისძიების მიზანია შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამასთან, აღნიშნა, რომ ყოველ წელს ღონისძიებას ორგანიზებას უწევს საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური თემი.

„16 ნოემბერი არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. ამ დღეს აღნიშნავს მთელი მსოფლიო, ეს დღე აღინიშნება საქართველოშიც. რელიგიის სააგენტომ დაამკვიდრა ტრადიცია, რომ ყოველი 16 ნოემბერი სხვადასხვა წლებში აღინიშნოს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ოფისში. დღეს ბაპტისტური ეკლესიების კავშირში ხდება ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, თანასწორობა და ტოლერანტული გარემო. ამის დასტურია, რომ საუკუნეებისა და ათასწეულების განმავლობაში საქართველოში მშვიდობიანად თანაარსებობენ რელიგიური ორგანიზაციები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. საქართველო გამონაკლისია ამ კუთხით, სადაც ექსცესები არ ხდება. დღეს აქ ყველას ექნება ტრიბუნა და საშუალება, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთში ცნობადობის ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და იმ ტრადიციების გაგრცელებას, რაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოში იყო, არის და დარწუნებული ვარ, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ტოლერანტობის დღე მსოფლიოში 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. საქართველოში კი ამ დღეს 2016 წლიდან აღნიშნავენ.