14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 767 882 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი.
საქართველოში 14 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.