14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექი მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.
საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.