13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით იუნესკო განცხადებას ავრცელებს და რადიოსადგურებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მრავალფეროვნებას როგორც ახალი ამბების განყოფილებაში, ისე – ეთერში.
2020 წელს რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იუნესკო სამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ რადიოში პლურალიზმის პროპაგანდაზე; ახალი ამბების განყოფილებაში მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის წახალისებაზე; საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ინტერესების ამსახველი სარედაქციო მასალებისა და პროგრამების ტიპის მრავალფეროვნების ხელშეწყობაზე.
„გლობალურ დონეზე რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ყველაზე ფართო აუდიტორია, ნიშნავს, რომ რადიოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გამოცდილება, იყოს პლატფორმა ყველა ხმისთვის“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში.
რადიოს მსოფლიო დღე 2012 წლიდან აღინიშნება. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.