112 წლის თამარ ჩუბინიძეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დედის დღე მიულოცა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცა.
თამარ ჩუბინიძე ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და იგი 112 წლის არის.
დღესვე, გუბერნატორი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრა. გივი ჭიჭინაძემ ხონში მცხოვრები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების დედებსა და მეუღლეებს დღევანდელი დღე მიულოცა და მხნეობა უსურვა.
დაღუპული გმირების ოჯახებს 500-500 ლარი გადაეცა.