10:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 7 პროცენტი შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დედაქალაქში რეგისტრირებული 1 002 900 ადამიანიდან, 10:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 70 599 ადამიანმა, რაც დედაქალაქის მასშტაბით 7 %-იან აქტივობას შეადგენს.
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქი, 10:00 საათის მონაცემებით არის გლდანი – 7,6%, რაც როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, ნიშნავს, რომ ოლქში რეგისტრირებული 146 088 ადამიანიდან საკუთრი არჩევანი უკვე გააკეთა 11 109 ამომრჩეველმა.
ამასთან, ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქია კრწანისი, სადაც აქტივობამ 6,3% შეადგინა და ეს ნიშნავს, რომ კრწანისში რეგისტრირებული 41 314 ადამიანიდან 2 599 უკვე იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.
რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, ცესკო-ს ცნობით, აქტივობა ამგვარია:
მთაწმინდა -7%, ვაკე -7%, საბურთალო – 6.7%, ისანი – 6.7%, სამგორი- 7.1%, ჩუღურეთი – 7%, დიდუბე – 7.3% და ნაძალადევი – 7.1%.