პარტია „მოქალაქეებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად ივანე ნორაკიძე წარადგინა

13:58, 14.07.2021

პარტია „მოქალაქეებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად ივანე ნორაკიძე წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო რეფორმის შედეგად, ცესკო-ში წევრი ყველა პარტიას ეყოლება.

მისი თქმით, პარტიამ შეიცვალა ნომერი და საარჩევნო ნომერი 7 იქნება.

„ეს ყველაფერი განხორციელდა იმ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ და დავასრულეთ. მიხარია, რომ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება, ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი ცესკო-ში. რაც მთავარია, ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი პარტიის ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აღნიშნა იოსელიანმა.

 

მსგავსი