ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის დათხოვნის მოთხოვნით მიმართა
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის დათხოვნის მოთხოვნით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის დათხოვნის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია რადას დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკი თვლის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობა პოლიტიზებულია.

უკრაინის რადას შესაბამისი კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ხვალ განიხილავს.