მუსიკალურ მეგაშოუ „ვოისის“ კონკურსანტებისთვის Facebook-ზე ხმის მიცემის წესი იცვლება.
მაყურებელს საშუალება ეძლევა, თითოეულ გუნდში ხმა მისცეს 10-ჯერ. ამისთვის უნდა შეხვიდეთ „ვოისის“ ოფიციალურ გვერდზე და გახსნათ პირადი შეტყობინების ფანჯარა, სადაც შეძლებთ, ხმები გადაანაწილოთ თითოეული გუნდის 4 მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი და ათივე ხმა სწორედ მისკენ მიმართოთ.
ხმის მიცემა დაიწყება უშუალოდ კონკრეტული გუნდის გამოსვლის წინ და შეწყდება მაშინ, როცა სამივე მონაწილე დაასრულებს სიმღერას. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.