„ვოისის“ ფინალი – დღეს, 22:00 საათზე პირველ არხზე

19:08, 02.02.2023

საქართველოს პირველ არხზე დღეს მუსიკალური მეგაშოუს, „ვოისის“ ფინალი გაიმართება.

მეგაშოუს გამარჯვებული, რომელიც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდება.

„ვოისის“ ფინალისტები არიან: გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი, ირუ ხეჩანოვი, კახა ასლამაზაშვილი.

მუსიკალური მეგაშოუს ფინალი პირველ არხზე 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი