საქართველოს პირველ არხზე დღეს მუსიკალური მეგაშოუს, „ვოისის“ ფინალი გაიმართება.
მეგაშოუს გამარჯვებული, რომელიც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდება.
„ვოისის“ ფინალისტები არიან: გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი, ირუ ხეჩანოვი, კახა ასლამაზაშვილი.
მუსიკალური მეგაშოუს ფინალი პირველ არხზე 22:00 საათზე დაიწყება.