„ვოისის“ ჟიურის წევრი სალიო გუნდის წევრებთან ერთად დღეს მაყურებლებს შეხვდა [ფოტო]
„ვოისის“ ჟიურის წევრი სალიო გუნდის წევრებთან ერთად დღეს მაყურებლებს შეხვდა [ფოტო]

საქართველოს პირველ არხზე მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუ „ვოისის“ პირველი პირდაპირი ეთერი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი გახდება ნახევარფინალისტების ვინაობა.

მაყურებლის წინაშე წარდგება სამ-სამი მომღერალი თითოეული მწვრთნელის გუნდიდან. მესამე ტურში მაყურებელს რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შეეძლება როგორც სატელეფონო ზარების, ისე Facebook მესენჯერის საშუალებით. თითოეული გუნდიდან ნახევარფინალის საგზურს ორი მონაწილე მიიღებს, საიდანაც ერთს მაყურებელი გამოავლენს, მეორეს მწვრთნელი გადაარჩენს, ხოლო მესამე სამუდამოდ დატოვებს „ვოისს“.

ამასთან, დღეს „ვოისის“ ჟიურის წევრი სალიო გუნდის წევრებთან ერთად საბურთალოს „სითი მოლში“ მაყურებლებს შეხვდა. ადგილზე განთავსებული იყო ჟიურის სკამი, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, სამახსოვრო ფოტო გადაეღო.