მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს
თბილისში, დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლეკვებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ“, – აცხადებენ უწყებაში.