რა დაინახა?

ბავშვობის მოგონება: ორნი წყვდიადში, ერთმანეთში  მშვიდად ჩახვეულები. როგორც გადააწყდებოდა ხოლმე დედის თმის ჯაგრისს მის სარკიან მაგიდაზე, რომელშიც ვერცხლის სავარცხელი იყო ჩარჭობილი. ნატიურმორტი, რომელშიც ხშირად იღვიძებდა, როცა თავისი ღამეული სიარულისას გამოერკვეოდა ხოლმე. მოხუცი ქალი და მისი საყვარელი, ერთმანეთს ჩაკრულები, ქვითინის ხმა, ვერ არჩევდა, რომლის ხმა იყო, და არაფერი მათ უკან, გარდა ჩაბნელებული ფანჯრისა, სარკისა, რომელშიც მისი ფართო თვალები ირეკლებოდა, და  მოგონებისა. ვერცხლის სავარცხელი თმის ჯაგრისში. თუ უყურებდა, ისინი იცდიდნენ. იცდიდნენ, ვერცხლის ფიგურები, უძრავად, გარიჟრაჟამდე.

მითხარით: გამოუვიდათ?

როგორღაც.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

1 2 3 4 5 6 7 8 9