ენდრიუ შონ გრირი
ენდრიუ შონ გრირი
ენდრიუ შონ გრირი პოპულარული ამერიკელი პროზაიკოსია, რომელსაც პრუსტსა და ნაბოკოვს ადარებენ.  ის 1970 წელს ვაშინგტონში დაიბადა.  მან ყურადღება თავისი მოთხრობებით მიიპყრო, რომლებიც  ისეთ გაზეთებსა თუ ჟურნალებში იბეჭდებოდა, როგორიცაა Esquire, The Paris Review, The New Yorker და ა.შ. ერთ-ერთმა მოთხრობამ, „წყვდიადი“, ავტორს ო’ჰენრის პრემია მოუტანა.  2000 წელს ენდრიუ შონ გრირის მოთხრობების კრებულმა “How It Was for Me”  კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო 2001 წელს გამოცემული მისი პირველი რომანი “The Path of Minor Planets” ჟურნალ San Francisco Chronicle-მა წლის ხუთ უმნ...

ენდრიუ შონ გრირი პოპულარული ამერიკელი პროზაიკოსია, რომელსაც პრუსტსა და ნაბოკოვს ადარებენ.  ის 1970 წელს ვაშინგტონში დაიბადა.  მან ყურადღება თავისი მოთხრობებით მიიპყრო, რომლებიც  ისეთ გაზეთებსა თუ ჟურნალებში იბეჭდებოდა, როგორიცაა Esquire, The Paris Review, The New Yorker და ა.შ. ერთ-ერთმა მოთხრობამ, „წყვდიადი“, ავტორს ო’ჰენრის პრემია მოუტანა.  2000 წელს ენდრიუ შონ გრირის მოთხრობების კრებულმა “How It Was for Me”  კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო 2001 წელს გამოცემული მისი პირველი რომანი “The Path of Minor Planets” ჟურნალ San Francisco Chronicle-მა წლის ხუთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენათა შორის დაასახელა.

2004 წელს გამოვიდა ენდრიუ შონ გრირის მეორე რომანი „The Confessions of Max Tivoli“, რომელიც არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა. ჯონ აბდაიკმა მისი სტილი ნაბოკოვისა და პრუსტის სტილს შეადარა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი შემდეგი რომანი, “The Story of a Marriage” (2008) მკითხველმა და კრიტიკოსებმა არაერთგვაროვნად მიიღეს, The Washington Post-მა ის წლის რომანად დაასახელა. 2013 წელს გამოვიდა გრირის ახალი რომანი  “The Impossible Lives of Greta Wells”, რომელმაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.

2017 წელს ენდრიუ შონ გრირმა გამოაქვეყნა რომანი “Less”, რომელიც არა მხოლოდ მკითხველის საყვარელი წიგნი გახდა, არამედ პულიცერის პრიზითაც აღინიშნა.

ენდრიუ შონ გრირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სხვადასხვა უნივერსიტეტში წერის ხელოვნებას ასწავლის.

მეტი მაჩვენე ნაკლები