კლდეს მიმსხვრეული ჩემი მესიჯი

 

 

ეჰ, მოსახდენი ხდება მხოლოდღა,

თუმცა მე ახლა უშენოდ მიჭირს.

ვერ განსხეულდნენ თოთო გრძნობები,

კლდეს მიენარცხა ჩემი მესიჯი.

 

ბოლო უარი აღვითქვი ისე

როგორც უფსკრულის ზღვართან ნაბიჯი.

ახლაც იმიტომ ვნაღვლობ, რომ მაშინ

კლდეს მიენარცხა ჩემი მესიჯი.

 

დრო შეიცვლება და უცხო მხარეს

გზას გაუყვება ნაწყენი ბიჭი.

ვინ იცის, სულ სხვა ბედს მომიმზადებს

კლდეს მიმსხვრეული ჩემი მესიჯი.

 

შენს გულგრილობას ვერა გავუგე,

ეგებ გაგების არა მაქვს ნიჭი.

ახლა მითუთქავს გულმკერდს ალივით

კლდეს მიმსხვრეული ჩემი მესიჯი.

 

ეს მივაწეროთ ჩვენს ბედისწერას,

ვეღარ გავუძლებთ ასეთ დარდს, იცი.

მსურს გავიხსენოთ ახლა მე და შენ

კლდეს მიმსხვრეული ჩემი მესიჯი.

 

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა

 იმირ მამედლიმ

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9