ახლა

 

შენ ახლა მიდიხარ,

მიფრინავ,

ცაში ხარ…

მახსოვს, მეც მითხარი

წავიდეთ,

გავფრინდეთ.

ხელპირი დავიბანე

მე დილის სხივებით.

როცა დავიბენი

ოცნებას მივები.

ახლა სამოთხეში

მგონია ვნებივრობ.

ეჰ, შენ კი მიდიხარ,

მიფრინავ,

ცაში ხარ…

 

 

მგზავრობა

 

გინდ ვაშინგტონში ვიყო უშენოდ,

გინდა მილანში,

გინდ მოვიარო უწმინდესი ქალაქი ფეხით!

არაფრად მიღირს,

უშენობაში

თუნდ კარგი ღვინო დამილევია,

თუნდ მწარე შხამი…

 

 

სჯობდა გაგეშვი

 

როგორ ტყუილა დამაკავე, როგორ გამტანჯე,

და თავად როგორ გაიტანჯე,

შეჩემთავმკვდარო.

სჯობდა გაგეშვი,

სჯობდა რადგანაც

მაინც წამსვლელი არ ვიყავი არსად? არასდროს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9