რეშად მეჯიდი

 რეშად მეჯიდი არაერთი წიგნის ავტორია. მისი ლექსები და მოთხრობები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ვფიქრობ, მის შესახებ ამ პატარა ინფორმაიციაში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში, როცა საერთო გაჭირვების ფონზე ლიტერატურასაც ძნელბედობის ჟამი უდგა, რეშად მეჯიდმა დაარსა „525-ე გაზეთი“, რომელმაც აზერბაიჯანში ლიტერატურული ცხოვრება საგრძნობლად გამოაცოცხლა და თავადაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ „525-ე გაზეთი“ ამ პოპულარობას დღესაც ინარჩუნებს. ერთხელ პირად საუბარში ბატონ რეშადს ვკითხე, რატომ ჰქვია თქვენს გაზეთს ერთობ უცნაული სახელი? მიპასუხა, მაშინ ქვეყანაში ახლადგამოჩეკილი გაზეთების ბუმი იდგა, ვისაც არ ეზარებოდა გაზეთს უშვებდა, დღეს იმ გაზეთთაგან რამდენიმე თუ შემორჩა პრესის ასპარეზს. ჰოდა, რეგისტრაციას რომ გავდიოდით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი გაზეთი რიგით 525-ე იყო. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, გაზეთს იქვე „525-ე გაზეთი“ დავარქვი. უნდა ითქვას, რომ ასეთი უბრალოება და სისადავე რეშად მეჯიდის შემოქმედებასაც ახასიათებს. ვფიქრობ, აქ წარმოდგენილი ლექსები ნათქვამის საუკეთესო დასტურია.

 

მთარგმნელისაგან

 

 

ვაი თუ

 

ერთი ხელის გაწვდენაზე ხარ,

ვიცი და შენი სუნთქვაც კი მესმის.

ო, მაგრამ ვეჭვობ, და მეშინია,

ვაი თუ, ხელით რომ შეგეხო,

იქ არ აღმოჩნდე, სადაც მგონიხარ…

 

 

ითომ

 

ვითომ ვერ ვხედავ,

ვითომ არც კი ვიყურები ტელეფონისკენ,

ვითომ მშვიდად ვარ

და არაფერი მენაღვლება ახლა, ამ წუთში…

გულისყური კი მიპყრობილი მაქვს სწორედ იქითკენ,

შუქის ანთებას ველოდები,

რომ ამომიფრინდეს საგულედან

გული მტრედივით!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9